CaBOL on Instagram

@cabol_biodiversity_caucasus

Caucasus Barcode of Life

CaBOL on Facebook

1 day ago

Cabol - Caucasus Barcode Of Life
სამეგრელოს ექსპედიციის ქრონიკები!💚🌶 სამეგრელოთი შეპყრობილი CaBOL-ის გუნდის წევრებისგან ცოტა ითქვა და ბევრი დაიპოსტა ჩვენი ბოლო ექსპედიციიდან, თუმცა რასაც ახლა ნახავთ და წაიკითხავთ უფრო მეტი თავგადასავალია, რაც კი შეიძლება ადამიანთა ჯგუფს ამ დროის განმავლობაში გადახდეს თავს!ამა წლის 29 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან ენერგიით, მოტივაციით, ენთუზიაზმით, ბევრი ზურგჩანთითა და კარვებით სავსე ორი “Toyota Land Cruiser” დაიძრა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, კერძოდ უკვე ხსენებულ “სამარგალოს” ასათვისებლად. ხეობა-ხეობა შემოვიარეთ ესოდენ ცნობილი მხარე: 🔸პირველი გაჩერება მარტვილი (სამივლინოები დავამოწმეთ), 🔸შემდეგი სოფელი გაჭედილი, სადაც გზად გავიჭედეთ და იქვე “დავბანაკდით” სასტუმროში, 🔸სოფელი ჭოღა იყო ჩვენი პირველი “მალეიზ ხაფანგის” მასპინძელი, 🔸ჩხოროწყუ მეორე “მალეიზ ხაფანგის”, 🔸შემდეგი ორი დღე სრულად ლებარდეს ხეობას მივუძღვენით (400-დან 2300მ ზღვის დონიდან ჩრდილო და აღმოსავლეთ ფერდობები სრულად ავითვისეთ), 🔸ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარე კაღუს ჩანჩქერიც მოვინახულეთ,🔸სქურის ხეობა, 🔸ხობის წყლის ხეობა (2100მ-მდე ზღვის დონიდან), 🔸ანაკლია, 🔸კოლხეთის ეროვნული პარკი (ჭურია) 🔸და ბოლოს გრიგოლეთის ბაზაზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თავი მოვუყარეთ ემოციებს, აღფრთოვანებულები და კმაყოფილები (სამეცნიერო მასალის შეგროვებით) დავბრუნდით დედაქალაქსა შინა!❕❣️აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გულიანი მზამკვლევი ამ მხარეში გახლდათ მარიამი თოდუა, რომელმაც მოგვცა საშუალება ენტომოლოგიური ხაფანგები იმედიანად დაგვეგო ნათესავების ეზოში, გაგვიზიარე მეგრული აჯიკის რეცეპტი და გვაზიარა ჭეშმარიტ ელარჯს. მადლობა მას და მის ოჯახს, ექსპედიციას სრულყოფილება რომ შემატეს! ❤️🌶 P.S როგორც ნატალიამ სთქვა: “ჩვენი ექსპედიცია ხანმოკლე იყო, ელარჯივით არ გაიწელა, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი რამაა იქ აღმოსაჩენი”, თუმცა ამჯერად გაეცანით СaBOL-ის პირველ დიდ ექსპედიციას სამეგრელოში⤵️🤩🗓ექსპედიცია მიმდინარეობდა: 29.07.2022-03.08.2022ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები: შოთა ჯაფარაშვილი, ალექსი მემიშიში, ბექა ჩიატაძე, სოფო ბალხამიშვილი, მარიამ თოდუა, ანა ანანიაშვილი, ეკა არსენაშვილი, თინათინ ჩხარტიშვილი, გიორგი იანქოშვილი, არმენ სეროპიანი და ნატალია ბულბულაშვილი.#lebarde #samegrelo #explore #cabol #expedition #Expedition2022 #insects #plants #research #researcherlife #scientist #georgia #georgiatravel #mycountry #nature #camping #camp #stars #sulguni #georgianchees #species #kaghuwaterfall #anaklia#khobistskali #kulevi #kolkhetinationalpark #Churia ... See MoreSee Less
View on Facebook

3 weeks ago

Cabol - Caucasus Barcode Of Life
საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში მდებარე ლაგოდეხის დაცული ტერიტორია დიდი ხნის მანძილზე СaBOL-ის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა ამ ადგილზე ვიზიტი. ენტომოლოგიურ ლაბორატორიაში ჯდომით, სწავლით, გამოცდებით და თბილისის სიცხეებით დაღლილებმა შევკარით ზურგჩანთები და მცირერიცხოვანი ჯგუფით ვესტუმრეთ საქართველოს უძველეს დაცულ ტერიტორიას 🏔🏕. ჯერ კიდევ ჩასვლამდე გადაწყვეტილი იყო სინჯის შეგროვება სხვადასხვა სიმაღლეებზე, რომლებიც მოგეხსენებათ კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მერყეობს ზღ. დ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე. არნახული სიცხე და დახუთულობა ვიგრძენით დაცული ტერიტორიის კარიბჭესთან, ადგილობრივების თქმით ასეთი სიცხეები ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ახსოვთ, მაგრამ არც ამან შეარყია ჩვენი მიზანდასახულობა და მართალია, უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა ვერ მოვახერხეთ ამ მცირე დროში, მაგრამ წარმატებით ავედით 2000 მეტრამდე (მეტეომდე) და გზადაგზა სარკვევი მასალაც ენერგიულად მოვაგროვეთ, და ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ერთიანი სულისკვეთების და ინტერესების გარეშე, რომლებიც ჩვენ გვამოძრავებს💚. 📅 ექსპედიცია მიმდინარეობდა: 18.07.2022-20.07.2022🔍ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები: სოფო ბალხამიშვილი, ბექა ჩიტაძე, შოთა ჯაფარაშვილი, გიორგი იანქოშვილი, მარიამი თოდუა, თინათინ ჩხარტიშვილი, ეკა არსენაშვილი. ... See MoreSee Less
View on Facebook
СaBOL-ის სამახსოვრო ბარათი N6!Bubopsis hamatus - საპატიო ადგილს იკავებს ჩვენი სამახსოვრო ბარათების სიაში!💚ვინც თვალს გვადევნებს ადვილად არავის დაავიწყდებოდა და ემახსოვრება რომ დახმარება გთხოვეთ, სწორედ ამ სახეობისთვის ქართული სახელწოდების მოფიქრებაში, კომენტარებმა ნამდვილად შექმნეს განწყობა🥰:🔸"ღუნღულა კუდაბზეკია"🔸"დაისის ანგელოზა"🔸"ოფიჭო ულვაშა ასკალაფი"🔸"მოოქროვილი ასკალაფი"🔸"მცირე კომბალულვაშა" 🔸"კუდაბზიკა ასკალაფი"🔸"გამჭვირვალე/ბადე ასკალაფი"🔸"მოჭადრაკებული და ტაქსისტი"🔸"ყვითელწინწკლება ასკალაფი"🔸 ▪️▪️▪️კიდევ ერთხელ გიზიარებთ "მცირე კომბალულვაშას" 💫 ფოტოს, იცოდეთ რა სახელით დაიმკვიდრა თავი! თბილისის შემოგარენი, აპრილი 2021©️Armen Seropian ... See MoreSee Less
View on Facebook
СaBOL-ის სამახსოვრო ბარათი N5!"ფუნტკრის სიზმრები"💤🤍ნეტავ რა ესიზმრება ტკბილად მოკლათებულ პატარა ფუტკარს? თაფლის მდინარეები და აყვავილებული მდელოები? ალბათ... მაგრამ ეს შავ-თეთრი მინიატურული ბურთულა სინამდვილეში ქურდბაცაცაა, თანაც როგორი. მაშინ როდესაც წესიერი ფუტკრები თავაუღებლად შრომობენ და ბუდეებს შთამომავლობისთვის საკვებით ავსებენ, Thyreus ramosus უდარდელად დაფრინავს და მუცელს ნექტრით იძღობს, ცალი თვალი კი სხვა ფუტკრებზე უჭირავს, მათი ყურადღების მოდუნებას ელოდება. ეძლევა თუ არა შანსი სხვის ბუდეში შეძვრება და კვერცხებს დებს, საიდანაც გამოიჩეკება ლარვა (მატლი), რომელიც ასევე სხვისთვის მომარაგებულ საკვებს მიირთმევს, ასეთი საქციელის გამო Thyreus გვარის ფუტკრებს "გუგულებს" ეძახიან, საკვების მისაკუთრების ამ თვისებას კი კლეფტოპარაზიტიზმი ეწოდება.თბილისი, სექტემბერი 2019©️Armen Seropian ... See MoreSee Less
View on Facebook
СaBOL-ის სამახსოვრო ბარათი N4!"ლურჯთვალება და წითურწვერა ჯორაბუზა (Stenopogon nigriventris) ნამდვილი მეკობრეა, თუმცა ზოგჯერ ნამდვილ მეკობრეებსაც ყაჩაღობისგან დასვენება სჭირდებათ, განსაკუთრებით უამინდობის დროს."თბილისი, მაისი 2021©️Armen Seropian ... See MoreSee Less
View on Facebook

CaBOL info materials

CaBOL publications

Fischer, Gröger & Lobin (2018) Illustrated Field Guide to the Flora of Georgia

Explore Georgia’s wealth of plants
Georgia may be a small country, but it has an extraordinary range of ecosystems, from humid Colchic forest to continental steppe, from Mediterranean vegetation along the Black Sea coast to alpine meadows next to mountain glaciers.
This gives rise to an extremely rich flora, making Georgia a key contributor to the biodiversity hotspot of the Caucasus ecoregion.
The “Illustrated Field Guide to the Flora of Georgia (South Caucasus)” explores this wealth of plants. It is designed as a practical companion for excursions, for both nature enthusiasts and botanists, especially students.
Depicting more than 1,200 plant species on 830 pages, the Guide covers nearly a third of the Georgian flora. Almost all 3,500 photos are of plants in their natural habitats. The species are grouped by family, and each species portrait includes distribution range, distribution in Georgia (shown in 1,010 maps), endemism, habitat, flowering period and common synonyms. The book was published in 2018.
The three authors, Eberhard Fischer, Andreas Gröger, and Wolfram Lobin are botanists, connected to German universities or botanic gardens. Since 1999, they have worked closely with Georgian colleagues in Tbilisi and Batumi and between them they have conducted more than 20 excursions to most of Georgia’s provinces.
The project has been supported by Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) and Zoological Research-Museum Alexander Koenig.

A Georgian translation of the Field Guide is now available. The translation, by the well-known Georgian botanists Nino Memiadze, Batumi Botanical Garden, and David Kikodze, Botanical Institute, Ilia State University, has been made possible by generous support of GIZ.
This translation can be downloaded here at no cost. The three authors hope that it will encourage greater engagement with Georgia’s flora, particularly by students, as it is knowledge and appreciation that will safeguard the future of this remarkable natural heritage.


read and free download Georgian language version here:

For Georgian students there is a special discount for the English edition of the Field Guide. With your Georgian student ID, this book is available for 50 Lari (regular price 80 Lari) at Gardenia Shevardnadze (see details below).

Eberhard Fischer, Andreas Gröger, Wolfram Lobin (2018)
Illustrated Field Guide to the Flora of Georgia (South Caucasus)
Koblenz Geographical Colloquia, Series Biogeographical Monographs 3
830 pages, softcover, 15 x 23 cm, 3.500 photos, 1.010 maps
ISBN 978-3-9820257-0-4
retail price 29, – €

Ordering address:
Gardenia Shevardnadze
Adress – Nikoloz Khudadovi street No. 138, Tbilisi, Georgia
Telephone number – 0322246703, 599181634
For online shopping  – 595054793
Email: contact@gardenia.ge

Or in book shops in Tbilisi

CaBOL videos

Caucasus Barcode of Life – The Video

Check out the new ISU video on CaBOL! Prof. David Tarkhnishvili describes how the project developed from the GGBC project to today’s international Barcoding initiative and what are our main activities in CaBOL: field work & collecting, lab work and the database & bioinformatics. Regional coordinator Stefan Otto talks about the teaching and training aspects of CaBOL and applications in society. Students Shota Japarashvili and Lisa Karalashvili give insight into their involvement with CaBOL, their interests, areas of responsibilities in field work, sorting samples and species identification. Enjoy!

CaPop

CaBOL/GGBC applied for the International Award for Education and Science Diplomacy of the BMBF in September 2020. In the course of this, a short video was created in which the project is presented and possible future initiatives are advertised.

CaBOL on Armenia Public Television 1TV

The video, with the title “Each animal will have its barcode”, was made specially to represent the field works in the frame of CaBOL project. It was made in the scopes of a series about the science in Armenia and international projects where Armenian scientists are participating. Each participant briefly representing their direction in CaBOL activities and the state of knowledge about the biodiversity. The video is in Armenian language.

Kintrishi BioBlitz

In July 2018, a mixed group of dozens of Georgian and German scientists and students visited the area to collect and identify specimens for DNA barcoding, in a so-called BioBlitz event, the first so far to take place in Georgia.

Video BioBlitz by On.ge
Video BioBlitz by ajara.tv