კავკასიის რეგიონი 580,000 კვადრატულ კილომეტრია რაც მიახლოებით ესპანეთის ფართობის ტოლია. რეგიონი გადაჭიმულია აზოვის ზღვიდან სამხრეთ კასპიის ზღვიის სანაპირომდე. ყველაზე დამახასიათებელი კავკასიის რეგიონისთვის მისი მთებია რაც მთელი ტერიტორიის თითქმის 65% იკავებს. კავკასიის მთები ძირითადად 1200 კმ სიგრძის დიდი კავკასინის ქედის, მცირე კავკასიონის ქედის და თალიშის მთების ნაწილისგან შედგება. ამას გარდა, კავკასიის რეგიონში შედის ჩრდილო კავკასიონის მთისწინა და სტეპის ლანდშაფტები და სამხრეთ კავკასიის დაბლობები (კოლხეთის დაბლობი დასავლეთში და სტეპები აღმოსავლეთ ნაწილში).
კავკასიის რეგიონი ერთერთია მსოფლიოს 25, ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარ რეგიონებს შორის. კავკასიის რეგიონი მდიდარია ენდემური სახეობებით (სახეობები რომელთა არეალი მთლიანად კავკასიაშია). ასეთი განსაკუთრებული მრავალფეროვნება რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის:
ა). კომპლექსური ლანდშაფტური სტრუქტურა – ზღვის დონეზე მდებარე დაბლობები, მაღალი მთა (5600 მეტრამდე ზღვის დონიდან) და სხვა გარდამავალი ლანდშაფტები მათ შორის – რაც განაპირობებს ბიომების და ეკოსისტემების მრავალფეროვნებას
ბ). დიდი კლიმატური მრავალფეროვნება (ძლიერ ტენიანიდან – დასავლეთში, მშრალი, ნახევარუდაბნოს კლიმატით დამთავრებული აღმოსავლეთ ნაწილში)
გ). ზოო- და ფიტოგეოგრაფიული პროვინციების უნიკალური კომბინაცია რაც დაკავშირებულია მრავალფეროვან გეოლოგიურ და კლიმატურ ისტორიასთან
კავკასიაში 6,000-მდე მცენარის სახეობა ცხოვრობს რომელთაგან 1,600 სახეობა ენდემურია. მცენარეთა ენდემიზმის მხრივ კავკასია პირველია პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ამავდროულად, კავკასიის ენდემური მცენარეთა რაოდენობა პლანეტის მცენარეთა 0.5% შეადგენს რაც საკმაოდ დიდი რიცხვია რეგიონის ზომების გათვალისწინებით. კავკასიის რეგიონია წარმოშობის ცენტრი, დაახლოებით 1/3 ენდემური მცენარეებისა. მათ შორისაა მცენარეთა 17 ენდემური გვარი რომელტაგან 9 მაღალი მთაშია გავრცელებული.
კავკასიაში 600-ზე მეტი ხერხემლიანი ცხოველია გავრცელებული როგორიცაა მაგალიტად 200-მდე თევზის სახეობა (33% ენდემური), 77 სახეობის ქვეწარმავალი (36% ენდემური), 400 ფრინველის სახეობა (ბევრი სახეობა ასევე იყენებს კავკასიას როგორც საიმიგრაციო დერეფანს ყოველწლიურად), 150 სახეობის ძუძუმწოვარი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უხერხემლო ცხოველთა მრავალფეროვნება, რაც ჯერ კიდევ მეტწილად გამოსაკვლევია. მიუხედავად 150 წლიანი ფაუნისტური კვლევებისა, ჯერ კიდევ მიახლოებითაც არ ვიცით უხერხემლო ცხოველთა ბევრ ჯგუფში (მაგ: ბუზები, ფუტკრისნაირები, ობობობები და სხვა) რამდენი სახეობა ბინადრობს კავკასიაში.
CaBOL პროექტის ერთეთი მთავარი მიზანია ნაკლებად შესწავლი ცხოველთა თუ მცენარეთა ჯგუფების კვლევა. არსებული კოლექციების შესწავლის და სხვადასხვა ეკოსისტემებიდან ახალი მასალების შეგროვების შედეგად, კავკასიის უხერხემლო ცხოველთა სახეობების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაღრმავდება ჩვენი ცოდნა ცხოველთა ტქასონომიის, გავრცელების და ეკოლოგიის შესახებ.