CaBOL on Instagram

@cabol_biodiversity_caucasus

Caucasus Barcode of Life

CaBOL on Facebook

This message is only visible to admins.
Problem displaying Facebook posts. Backup cache in use.
Click to show error
Error: Error validating access token: The session has been invalidated because the user changed their password or Facebook has changed the session for security reasons. Type: OAuthException
კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარე საქისტოს ტბა (ასევე ცნობილი როგორც ტბათანა) ულამაზესი სანახაობაა, სწორედ აქ 2022 წლის მაისში, ბიობლიცის ფარგლებში, ჩვენმა ახალგაზრდა მკვლევარმა სოფო ბალხამიშვილმა კავკასიისთვის ახალი სახეობის ბუზს ჩახედა თვალებში!🪰🏔პ.ს თუ ბუზისთვის თვალებში ჯერ კიდევ არ ჩაგიხედავთ აუცილებლად ნახეთ ჩვენი წინა პოსტი!! 😊🟢ბოლო პერიოდში, მწერებისადმი ინტერესი და მათზე ჩატარებული კვლევები მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა, აღნიშნულ სურათს ვხედავთ კავკასიაშიც. ჩვენი ენტომოლოგიური კვლევებიც უცხოელ მეცნიერებთან კომუნიკაციით და კოლობორაციით ხორციელდება, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, სახეობა CaBOL-ის გენეტიკური ანალიზის გარდა მორფოლოგიურად დაადასტურა ესპანელმა სპეციალისტმა დანიელ მარტინ-ვეგამ.🟢 ამ პოსტით კი გატყობინებთ კავკასიისთვის არამხოლოდ ახალი სახეობის, არამედ ახალი ოჯახის Piophilidae-ს შესახებ. აღნიშნული სახეობის - Prochyliza nigrimana-ს დაჭერა საქისტოს ტბაზე მოხდა.🪰Piophilidae არის ორფრთიანების რიგის პატარა ოჯახი, რომელიც შედის ზე-ოჯახ Tephritoidea-ში. დღევანდელი ცნობებით, ცნობილია 80 სახეობა, საიდანაც ნახევარი პალეარქტიკაში გვხვდება. ოჯახის წარმომადგენლები უმეტესად არიან მუქი ფერის (შავი ან ლურჯი), ახასიათებთ სხეულის მეტალური ბზინვარება, ხოლო მათი ზომა კი მერყეობს 2.5 -დან 4.5 მმ-მდე. 🐛ლარვულ სტადიაზე იკვებებიან ლეშით, მათ შორის ვხვდებით ადამიანთა გვამებზეც, რის გამოც ორფრთიანების ამ ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო მეცნიერებაში.⚖️🟢პარაზიტობენ სხვადასხვა მზა ნაწარმზე, მაგალითად ყველზე, რის გამოც დიდი ზიანი მოაქვთ საკვების წარმოებაში, ამასთან ერთად ზოგიერთი სახეობის ლარვა, ცხოვრობს ფრინველების ბუდეში, სადაც ბარტყების სისხლით იკვებება.Ამ საინტერესო ფაქტებით გიზიარებთ კიდევ ერთ სამეცნიერო ნაბიჯს CaBOL-ის ახალგაზრდა მეცნიერების ანგარიშზე!💪🧠ესეც 2023 წლის მე-7️⃣ სამეცნიერო სტატია“!🎉#article #newarticle #CaBOL #scienceartic #Piophilidae #Insecta #Diptera #Prochyliza #Prochylizanigrimana #kakheti #kakhetigeorgia #SakistoLake #tbatanaLake #DNAbarcoding #newrecord #ecology #outhCaucasus #caucasus #georgia #scienceingeorgia #iliauni #კახეთი #ილიაუნი #ახალისახეობა #ბიომრვალფეროვნება #საქართველო #მეცნიერება ... See MoreSee Less
View on Facebook
თუ ვინმეს “გინატრიათ” ბუზისთვის თვალებში ჩაგეხედათ?! 🪰ინებეთ!🙃არმენ სეროპიანის 2023 წლის “ნანადირევი” მაკროფოტოგრაფიის სახით ამის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს! 💚თქვენს წინაშეა ჯორაბუზების თვალსაჩინო წარმომადგენლები 🪰.....Საინტერესო ფაქტები ჯორაბუზების შესახებ იხილეთ ქვემოთ:👇🟡ჯორაბუზები ცნობილები არიან მტაცებლური ქცევით, შეუძლიათ აფრენილი მწერის მონადირება, კუჭის “დასაწყნარებლად” არც თავისიანების მირთმევას ერიდებიან (კანიბალიზმი), მიეკუთვნებიან მწერების მრავალფეროვან ჯორაბუზისებრთა ოჯახს (Asilidae). Მსოფლიოში აღწერილია 7 000-ზე მეტი სახეობა, საქართველოში წარმოდგენილია ჯერ-ჯერობით 50 სახეობით (ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე).🟡Საინტერესოა შეწყვილების წინა ქცევა ჯორაბუზებში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საკმაოდ ეფექტურია. მდედრი ინდივიდი აფასებს პარტნიორს, აკვირდება ღირს თუ არა მასთან საქმის დაჭერა. თუ ისინი ვერ ხედავენ მამრში კარგ მეწყვილეს, თავს მკვდრად მოაჩვენებენ, როდესაც მამრი აღმოაჩენს, რომ მდედრი არ რეაგირებს, ფრენას განაგრძნოს ახალი პარტნიორის მოსაძებნად. ახასიათებთ არშიყობის ქცევაც ♂️ ♀️💚.⚠️ჯორაბუზები არ არიან საშიში ადამიანებისთვის!Პირიქით, ისინი სასარგებლონი არიან ჩვენი გარემოსთვის, რადგან მათ შეუძლიათ მავნებლების პოპულაციის შემცირება. თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, არასწორად მოპყრობის შემთხვევაში შესაძლოა კბენაზეც არ დაიხიონ უკან, თან ზომებს თუ გავითვალსიწინებთ, სახლის ბუზის მსგავსს ”უწყინარ” გამომეტყველებაში ნამდვილად არ აგერევათ😊.〽️გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები⬇️ ... See MoreSee Less
View on Facebook
კიდევ ერთი სიახლე მდინარე ალაზნიდან!🐟🆕🏞2020 წელს ჩატარებული ექსპედიციის დროს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა მდინარე ალაზნიდან შეაგროვეს ღორჯოს რამდენიმე ინდივიდი, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა, როგორც მტკვრის ღორჯო - Ponticola cyrius. Ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი ჩანდა.🔎თუმცა თანამედრო კვლევები ხშირად აკეთებს აღმოჩენებს, CaBOL-ის პროექტის ფარგლებში შემდგომმა გენეტიკურმა ანალიზმა, რომელიც ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის ლაბორატორიაში, აჩვენა რომ ეს ინდივიდები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ აქამდე ცნობილი ღორჯოს სახეობებისგან, რომლებიც ბინადრობენ საქართველოში და მის მიმდებარე რეგიონებში. შეგროვებული მასალის დეტალური შესწავლის საფუძველზე აღიწერა ღორჯოს ახალი სახეობა, რომელიც მიეკუთვნება Ponticola - ების გვარს. 🐟გაიცანით ახალი სახეობა “ალაზნის ღორჯო” (Ponticola alasanicus sp. nov)🎉🖇 სამხრეთ კავკასიის რეგიონი და კერძოდ საქართველო, წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ლანდშაპტების და ეკოსისტემების დიდი მრავალფეროვნება, ენდემიზმის მაღალი დონე. ამავდროულად, მტკნარი წყლის ორგანიზმების მრავალფეროვნება რეგიონში ცუდადაა შესწავლილი და მათ შორის არიან თევზებიც. სამხრეთ კავკასიის თევზების ფაუნა მოიცავს 119 თევზის სახეობას, რომელთაგან 13 სახეობა მიეკუთვნება ღორჯოსებრთა (Gobiiformes) რიგს. უნდა აღინიშნოს, რომ ღორჯოები ერთ-ერთი ცუდად შესწავლილი ჯგუფია საქართველოში და შესაძლოა, უცნობი/აღუწერელი სახეობები ჯერ კიდევ ბინადრობდნენ საქართველოს მტკნარ წყლებში, რაც შემდგომ კვლევებს საჭიროებს.🐟ალაზნის ღორჯო - Ponticola alasanicus, შემდეგი ნიშნებით განსხვავდება თავისი მონათესავე სახეობებისგან, რომლებიც გავრცელებულნი არიან შავი და კასპიის ზღვის აუზებში: ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივების რაოდენობაა VI-VII, დატოტვილის - 15-16. ანალურ ფარფლში 10 – 12 დატოტვილი სხივია. გვერდით ხაზში ქერცლების რაოდენობაა 48-55. აქვს გვერდებიდან შეზნექილი სხეული, რომელიც დაფარულია შავი და მუქი ყავისფერი ლაქებით. ქერცლები ქტენოიდურია. პირველი და მეორე ზურგის ფარფლები თითქმის ეხებიან ზურგის ფარფლების ფუძეს; აქვს დიდი თავი, რომელიც შუაში ჩაზნექილია, მისი სიგრძე 3.4 ჯერ თავსდება სტანდარტულ სიგრძეში. მკერდის ფარფლი მოკლეა და აქვს წაგრძელებული და ბრტყელი ფორმა. კუდის ფარფლი მომრგვალებულია. ალაზნის ღორჯო მიეკუთვნება ე.წ. შირმანის ღორჯოს - Ponticola syrman ჯგუფს და შემდეგი მინიმალური K2P მანძილითაა დაცილებული ამ ჯგუფში შემავალი დანარჩენი სამი სახეობისგან: P. syrman – 3.5 % - ით, P. iranicus – 3.6% - ით და P. patimari – 4.8% - ით. CaBOL-ის გუნდი ვულოცავთ, ახალ და საინტერესო სამეცნიერო სტატიას ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებს! 💚და ბოლოს ესეც 2023 წლის მე-6️⃣ სამეცნიერო სტატია“!🎉.......#article #newarticle #CaBOL #scienceartic #Gobiiformes #Gobiidae #Ponticolaalasanicus #Ponticola #AlazaniRiver #kakheti #kakhetigeorgia #Ametropusfragilis #DNAbarcoding #newrecord #ecology #fish #SouthCaucasus #caucasus #georgia #scienceingeorgia #iliauni #კახეთი #ილიაუნი #ახალისახეობა #ბიომრვალფეროვნება #საქართველო #მეცნიერება #ღორჯო #ალაზნისღორჯო ... See MoreSee Less
View on Facebook
CaBOL - Caucasus Barcode Of Lifeის სტუმრები💚🌱 ... See MoreSee Less
View on Facebook
არ ვჩერდებით! 2023 წლის მე-5️⃣ სამეცნიერო სტატია“!🎉🟢ჩვენი სამეცნიერო სიახლე, ამჯერად, მიწის მთხრელი ფუნაგორიების შესახებაა, როგორც ჩვენი ცოდნა იზრდება ფეხსახსრიანების სახეობრივი მრავალფეროვნების, ეკოლოგიის და ბიოლოგიის შესახებ, ასევე იზრდება სამეცნიერო ნაშრომების მრავალფეროვნება🔍💚🐞მიწის მთხრელი ფუნაგორიები (ცნობილი როგორც “ნიადაგის ინჟინრები”) (Coleoptera: Geotrupidae) არიან კოპროფაგული ცხოველები, რომლებიც გამოირჩევიან საინტერესო ქცევით ისინი მიწის ქვეშ თხრიან გვირაბებს, სადაც ინახავენ ფუნას (საკვებს) შთამომავლობისთვის. მსოფლიოში 350 სახეობაა აღწერილი, აქედან საქართველოსთვის ცნობილია 6 სახეობა.🕵️‍♀️ახალგაზრდა მეცნიერი შოთა ჯაფარაშვილის სტატიაში ასახულია საქართველოში გავრცელებული მიწის მთხრელი ფუნაგორიების ანოტირებული სია, ქართული სახელწოდებებით და ეროვნული წითელი ნუსხის შეფასებით, რომელიც გაკეთდა IUCN-ის სტანდარტებით. გამოყენებული მასალა ეფუძნება საქართველოს მონაცემთა ბაზებს, ცნობილი ქართველი ენტომოლოგის იასონ ჯამბაზიშვილის მონაცემებს და რა თქმა უნდა ჩვენი პროექტის CaBOL-ის შეგროვებულ მასალებს.❓რა იცით “კოპროფაგული” ორგანიზმის შესახებ? მოიძიეთ ინფორმაცია და გაგვიზიარეთ კომენტარებში👇👉სრული სამეცნიერო სტატიის სანახავად მიჰყევით ბმულს: caucasiana.pensoft.net/article/96388/#article #newarticle #CaBOL #scienceartic #Coleoptera #Geotrupidae #IUCNRedList #speciesdistribution #nationalredlist #beetles #newrecord #ecology #entomology #entomologist #arthropods #SouthCaucasus #caucasus #georgia #scienceingeorgia ... See MoreSee Less
View on Facebook

CaBOL info materials

download CaBOL Poster

CaBOL publications

Fischer, Gröger & Lobin (2018) Illustrated Field Guide to the Flora of Georgia

Explore Georgia’s wealth of plants
Georgia may be a small country, but it has an extraordinary range of ecosystems, from humid Colchic forest to continental steppe, from Mediterranean vegetation along the Black Sea coast to alpine meadows next to mountain glaciers.
This gives rise to an extremely rich flora, making Georgia a key contributor to the biodiversity hotspot of the Caucasus ecoregion.
The “Illustrated Field Guide to the Flora of Georgia (South Caucasus)” explores this wealth of plants. It is designed as a practical companion for excursions, for both nature enthusiasts and botanists, especially students.
Depicting more than 1,200 plant species on 830 pages, the Guide covers nearly a third of the Georgian flora. Almost all 3,500 photos are of plants in their natural habitats. The species are grouped by family, and each species portrait includes distribution range, distribution in Georgia (shown in 1,010 maps), endemism, habitat, flowering period and common synonyms. The book was published in 2018.
The three authors, Eberhard Fischer, Andreas Gröger, and Wolfram Lobin are botanists, connected to German universities or botanic gardens. Since 1999, they have worked closely with Georgian colleagues in Tbilisi and Batumi and between them they have conducted more than 20 excursions to most of Georgia’s provinces.
The project has been supported by Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) and Zoological Research-Museum Alexander Koenig.

A Georgian translation of the Field Guide is now available. The translation, by the well-known Georgian botanists Nino Memiadze, Batumi Botanical Garden, and David Kikodze, Botanical Institute, Ilia State University, has been made possible by generous support of GIZ.
This translation can be downloaded here at no cost. The three authors hope that it will encourage greater engagement with Georgia’s flora, particularly by students, as it is knowledge and appreciation that will safeguard the future of this remarkable natural heritage.


read and free download Georgian language version here:

For Georgian students there is a special discount for the English edition of the Field Guide. With your Georgian student ID, this book is available for 50 Lari (regular price 80 Lari) at Gardenia Shevardnadze (see details below).

Eberhard Fischer, Andreas Gröger, Wolfram Lobin (2018)
Illustrated Field Guide to the Flora of Georgia (South Caucasus)
Koblenz Geographical Colloquia, Series Biogeographical Monographs 3
830 pages, softcover, 15 x 23 cm, 3.500 photos, 1.010 maps
ISBN 978-3-9820257-0-4
retail price 29, – €

Ordering address:
Gardenia Shevardnadze
Adress – Nikoloz Khudadovi street No. 138, Tbilisi, Georgia
Telephone number – 0322246703, 599181634
For online shopping  – 595054793
Email: contact@gardenia.ge

Or in book shops in Tbilisi

CaBOL videos

CaBOL bioblitz 2022 Batsara

CaBOL bioblitz 2022 TV1

CaBOL bioblitz 2022

Caucasus Barcode of Life – The Video

Check out the new ISU video on CaBOL! Prof. David Tarkhnishvili describes how the project developed from the GGBC project to today’s international Barcoding initiative and what are our main activities in CaBOL: field work & collecting, lab work and the database & bioinformatics. Regional coordinator Stefan Otto talks about the teaching and training aspects of CaBOL and applications in society. Students Shota Japarashvili and Lisa Karalashvili give insight into their involvement with CaBOL, their interests, areas of responsibilities in field work, sorting samples and species identification. Enjoy!

CaPop

CaBOL/GGBC applied for the International Award for Education and Science Diplomacy of the BMBF in September 2020. In the course of this, a short video was created in which the project is presented and possible future initiatives are advertised.

CaBOL on Armenia Public Television 1TV
CaBOL on Armenia Public Television 1TV

The video, with the title “Each animal will have its barcode”, was made specially to represent the field works in the frame of CaBOL project. It was made in the scopes of a series about the science in Armenia and international projects where Armenian scientists are participating. Each participant briefly representing their direction in CaBOL activities and the state of knowledge about the biodiversity. The video is in Armenian language.

Kintrishi BioBlitz

In July 2018, a mixed group of dozens of Georgian and German scientists and students visited the area to collect and identify specimens for DNA barcoding, in a so-called BioBlitz event, the first so far to take place in Georgia.

Video BioBlitz by On.ge
Video BioBlitz by ajara.tv