საქართველო-გერმანიის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ცენტრი Georgian-German Biodiversity Center (GGBC) შევქმენით 2018 წელს იმისათვის რომ ხელი შეგვეწყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების მულტინაციონალური კვლევისათვის.
კვლევითი ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მდებარეობს და დაარსებული ქართველი, გერმანელი და ასევე მეზობელი ქვეყნების მეცნიერების მიერ. ამავდროულად, ცენტრი ღიაა ყველა,კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევით დაინტერესბული მეცნიერისათვის ეროვნების თუ სხვა კრიტერიუმის მიუხედავად.
ცენტრის მიზნი მრავალმხრივია და მოიცავს კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის მიმართულებით საერთაშორისო კვლევითი კოლაბორაციების ინიცირებას და არსებულის გაძლიერებას, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებას და განათლების ხელშეწყობას მოლეკულურ მეთოდებზე ფოკუსირებით.
GGBC როგორც საპილოტე პროექტი – რომლის უშუალო შედეგია CaBOL – იყო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასპონსორებული, ინსტიტუტციონალური საპარტნიორო გრანტი (www.bmbf.de) (გრანტის ნომერი – 01DK17048). პროექტის ერთერთი პირველი ამოცანა იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების ბარკოდების მონაცემთა ბაზის განვითარების დაწყება.
პროექტი ხორციელდებოდა შემდეგი პარტნიორების მონაწილეობით:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტიტ (თბილისი)
- ალექსანდრე კოენიგის ზოოლოგიის ინსტიტუტის მუზეუმი (ბონი, გერმანია)
- ტყის მეცნიერებისა და ეკოლოგიის, ტყის ინვენტარიზაციისა და დისტანციური ზონდირების ფაკულტეტი (გოტინგენი, გერმანია)
2018 წლის კინტრიშის და 2019 წლის ყაზბეგის ტერიტორიებზე განხორციელებული წარმატებული საველე სამუშაოების შემდეგ GGBC პროექტი გაფართვოდა სომხეთს მიმართულებით რასაც საბოლოოდ მოჰყვა CaBOL – კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის განვითარება.