გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს პროექტის – “კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირება (CaBOL)” მიზანია კავკასიის ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დნმ ბარკოდირება და კატალოგიზირება. კავკასია ბიომრავალფეროვნების ერთერთი ცხელი წერტილია და ცხოველთა და მცენარეთა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროექტის ფარგლებში დაგაგმილია სახეობათა დნმ-ბარკოდების რეფერენსე-ბიბლიოთეკების მომზადება და მათი საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საწყის ეტაპზე, პროექტის ფოკუსია სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ქვეყნები – საქართველო და სომხეთი. გერმანიაში მიმდინარე მსგავსი პროექტის (GBOL) და 2018-2019 წლებში განხორციელებული ქართულ გერმანული საპილოტე პროექტის (GGBC) ფარგლებში მიღებული გამოცდილების ხარჯზე, CaBOL მიზანია გახდეს მთავარი ღერძი კავკასიაში ბიომრავალფეროვნების კვლევის მიმართულებით და განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა კავკასიის რეგიონში.
CaBOL არის ქართველი, სომეხი და გერმანელი პარტნიორების ერთობლივი პროექტი. ამჟამად, პროექტის პარტნიორებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აგრარული უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), ერევნის ზოოლოგიისა და ჰიდროეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი (სომხეთი), გოტინგენის ჯორჯ-ავგუსიტის უნივერსიტეტი (გერმანია), კობლენც ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია) და ალექსანდრე კოენიგის ზოოლოგიის კვლევით მუზეუმი (გერმანია).
იმისათვის რომ შეიქმნას დნმ ბარკოდების ეფექტური რეფერენს ბიბლიოთეკა, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების შეგროვება და იდენტიფიკაცია მიმდინარეობს საქართველოსა და სომხეთში. ეფექტური დნმ ბარკოდების გამოყენბით შესაძლებელია სახეობათა სწრაფი იდენტიფიკაცია, ახალი და უცნობი სახეობების დაფიქსირება. შესაბამისად, მიღებული დნმ ბარკოდების საფუძველზე შესაძლებელია მრავალფეროვანი კვლევების განხორციელება. მაგალითად, დნმ ბარკოდების საშუალებით მიღებული სახეობათა კატალოგების გამოყენებით შესაძლებელია ჰაბიტატების და რეგიონებს შორის განსხვავებების პოვნა (ასევე ერთი და იგივე რეგიონებისათვის დროის სხვადასხვა მნაკვეთში). სახეობათა მრავალფეროვნების შესახებ მონაცემების დაგროვება დნმ ბარკოდების მონაცემთა ბაზებთან ერთად თავისთავად წარმოადგენს უმთავრეს ხელშემწყობს მოვლენას კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევისთვის. დმატებით, CaBOL პროექტი ახორციელებს ინვესტიციას დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ეს გულისხმობს ცალკეული სახეოების და მთლიანად ბიომრავლაფეროვნების დარუკების ეფექტურობის ზრდას, ინდიკატორი აბიოტური ფატორების გამოვლენას და სახეობათა მრავალფეროვნების განაწილების კანონზომიერების კვლევას.
დნმ ბარკოდების მონაცემთა ბაზების განვითარება მხოლოდ პირველი ნაბიჯია CaBOL პროექტის გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად: განავითაროს ბიომრავალფეროვნების კვლევის მრავალეროვნული ცენტრი. ამ ცენტრის ამოცანებია საერთაშრისო თანამშრომობის გაძლიერება, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ხელშეწყობა და მისი მდგრადი გამოყენებისათვის რეკომენდაციების მომზადება. CaBOL-ის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებების მეთოდურ სწავლებას რაც ხელს შეუწყობს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში.